ჭოხონელიძე რუსულ კანონზე: ასეთი ღალატი, სიცრუე და ხალხის გადაგდება არ მოსულა

მსგავსი რამ არ მოსულა – ასეთი ღალატი, სიცრუე, ხალხის გადაგდება. მე მგონია, რომ ყველა ცივილურ და თავმოყვარე ქვეყანაში, ესენი, სულ მინიმუმ, გაწვეულები უნდა იყვნენ, დასჯა თუ არა. არ ვიცი, ასეთი რაღაც სადმე ხდება? ხალხისთვის ასე უნამუსოდ თვალებსა და ყურებში ნაცრის შეყრა.
ამ კანონს რაც შეეხება. იმაზე აღარ ვლაპარაკობ, ევროინტეგრაცია რომ ჩახერგილი გაქვს, ამაზე ლაპარაკი აღარ არის – უბრალოდ, ის ადამიანები, ვინც ამ არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობენ და ზუსტად ჩვენი ქვეყნისთვის უამრავ კარგ საქმეს აკეთებენ და ისინი შენ მტრის სტატუსით მონათლო.