ჭორვილაში, ივანიშვილის სახლთან, შუქრუთისა და კოროხნალის მაღაროების გაჩერების მოთხოვნით, ადგილობრივი მოსახლეობა აქციას გამართავს

ჭიათურაში, ადგილობრივების ერთი ჯგუფი შუქრუთისა და კოროხნალის მაღაროების ბლოკირებას განაგრძობს. შეკრებილები 165 დღეა ადგილობრივები მაღაროების მუშაობის გაჩერებას და კომპენსაციების გაცემა ითხოვენ.
დღეს, აქციას ჭორვილაში, ს სახლთან გამართავენ და საჩხერეში მსვლელობით გადაინაცვლებენ.
ადგილობრივების თქმით, ამ ფორმით ცდილობენ ხელისუფლების ყურადღების მიქცევას და კომპანიისგან კომპენსაციის მიღებას.
კომპანია “ჯორჯიან მანგანეზის” ინფორმაციით, შუქრუთის მოსახლეობის ნაწილს, რომლებიც მაღაროების ბლოკირებას ახდენენ, კომპენსაცია მოღებული აქვთ და ამჯერად, დამატებით თანხებს მოითხოვენ.
წყარო: “ინტერპრესნიუსი”