“ჭკვიანური იქნება, რომ სირიამ შეწყვიტოს აფხაზეთის ცრუ “ელჩთან” შეხვედრები” – უილსონი

ამერიკის შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე სირიის უმაღლესი განათლებისა და მეცნიერული კვლევის მინისტრს, მარვან ალ-ჰალაბისა და ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. “ელჩს”, მოჰამედ ჯალილოვიჩ ალის შორის გამართულ შეხვედრას ეხმაურება.
ჯო უილსონი პლატფორმა X-ზე წერს, რომ ომის დამნაშავე პუტინმა საქართველოს ოკუპაცია მოახდინა, ამიტომ “ჭკვიანური იქნება, თუ სირია აფხაზეთის ცრუ “ელჩთან” შეხვედრებს შეწყვეტს”.
“მანამ, სანამ ომის დამნაშავე პუტინი ალეპოს გაანადგურებდა, ის უკანონოდ შეიჭრა და საქართველოს ოკუპაცია მოახდინა, რითაც ქვეყანა გაყო და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ცრუ “მთავრობები” შექმნა, რომლებიც აღიარა მხოლოდ პუტინმა, სასტიკმა ასადმა, ვენესუელამ, ნიკარაგუამ და ნაურუმ. ჭკვიანური იქნება, რომ სირიამ ასადის გადაწყვეტილება შეაბრუნოს და შეწყვიტოს აფხაზეთის ცრუ “ელჩთან” შეხვედრები,” – წერს უილსონი.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გახარია – „ქართულმა ოცნებამ” ჩვენი აკრძალვის თაობაზე განცხადება შეიტანა, დღემდე ეს „სარჩელი” არც საჯაროა და არც ჩვენთვის ხელმისაწვდომი – „საინტერესო” იქნება, რა შეთითხნილ ბრალდებებს მოიგონებს ამჯერად ივანიშვილის რეჟიმი

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება