Apple-მა ამერიკის შეერთებული შტატების სააპელაციო სასამართლოს მოუწოდა, ჭკვიანი საათების: Apple Watch Ultra 2-ისა და Apple Watch Series 9-ის – იმპორტის აკრძალვის თაობაზე ქვეყნის საერთაშორისო სავაჭრო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გაუქმდეს.
გასული წლის ბოლოს შტატებში Apple-ის უახლესი თაობის სმარტ-საათების წინააღმდეგ სავაჭრო კომისია ეყრდნობა ბრალდებას, რომლის თანახმადაც აღნიშნულ მოწყობილობებში, სავარაუდოდ, სამედიცინო-ტექნოლოგიური კომპანია Masimo-ს ინტელექტუალური საკუთრება, კერძოდ სისხლში ჟანგბადის შემცველობის დამდგენი სენსორი, იყო გამოყენებული.
Apple-ის სააპელაციო მიმართვაში ნათქვამია, რომ სავაჭრო კომისიამ აღნიშნული გადაწყვეტილება “პატენტის არსებითად დეფექტური განჩინებებზე” დაყრდნობით მიიღო, მიუხედავად იმისა, რომ Masimo-მ ვერ წარადგინა მტკიცებულება, რომლის თანახმადაც კომპანიამ, აშშ-ის ბაზრისთვის კონკურენტუნარიანი პროდუქტის შექმნაში, ინვესტიცია განახორციელა. შესაბამისად, Apple-ის პროდუქტების გაყიდვის აკრძალვა, მათი აზრით, გამართლებული არ არის.
ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც Masimo-მ Apple-ს ინტელექტუალური საკუთრების გამოყენებაში დაადანაშაულა, Apple-მა საათებში აღნიშნული ფუნქცია, პროგრამული განახლების შემდეგ, საერთოდ გააუქმა და, ვიდრე სასამართლო პროცესები მიმდინარეობს, Apple Watch-ების რეალიზაციას აგრძელებს.
სააპელაციო სასამართლოში Apple-ს მთავარი არგუმენტი ისაა, რომ ტექნოლოგია, რომლის პატენტიც Masimo-მ 2021 წელს დაარეგისტრირა, მხოლოდ “ჰიპოთეტური” იყო, რის გამოც Apple-ის საათები პატენტის გამოყენების წესს არ არღვევდნენ.