ჭკვიანი ლინზებიდან ხელოვნურ სისხლამდე – 2025 წლის მთავარი მოვლენები მსოფლიო ში

Forbes-მა 2025 წლის სამედიცინო სიახლეები შეკრიბა, რომლებიც მედიცინის აწმყოსა და მომავალზე პირდაპირ გავლენას ახდენენ. ეს სია რევოლუციურ აღმოჩენებსა და ტექნოლოგიებს, ასევე, ახალ სამედიცინო პრეპარატებსა და მკურნალობის მეთოდებს მოიცავს.
კერძოდ, „ბიზნესპრესნიუსი“ Forbes-ზე დაყრდნობით გთავაზობთ რამდენიმე მათგანს:
ხელოვნური სისხლი
იაპონიაში ხელოვნური სისხლის კლინიკური კვლევები დაიწყო. საუბარია ე.წ. ჰემოგლობინის ვეზიკულებზე, ანუ მიკროკაფსულებზე, რომლებიც გაწმენდილ ჰემოგლობინს შეიცავს და ჟანგბადის გადატანა ისე შეუძლიათ, რომ სისხლის ჯგუფის განსაზღვრას არ საჭიროებენ. ეს გამოგონება საგანგებო სიტუაციებისთვის, მათ შორის, ტრავმების, ოპერაციისა და კატასტროფებისთვის არის გამიზნული, როცა დონორის სისხლი მიუწვდომელი ან შეზღუდულია. შემქმნელები ვარაუდობენ, რომ წარმატების შემთხვევაში უფრო მასშტაბურ კლინიკურ კვლევებზე გადავლენ და მომდევნო წლებში ტექნოლოგიის პრაქტიკულ გამოყენებას დაიწყებენ.
და წამლები
2025 წელს -ის მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მკვლევარებმა ერთ-ერთი ყველაზე დამაჯერებელი მაგალითი წარადგინეს, თუ როგორ შეუძლია ხელოვნურ ინტელექტს წამლების შემუშავებაზე ტრანსფორმაცია მოახდინოს. გუნდმა გენერაციული ს მოდელები ე.წ. სუპერბაქტერიების, ანუ პათოგენების წინააღმდეგ ახალი ანტიბიოტიკების მოსაძებნად გამოიყენა. პათოგენებმა არსებული წამლების უმეტესობის მიმართ წინააღმდეგობა გამოიმუშავეს და თანამედროვე ს სერიოზულ საფრთხეს უქმნიან. ცნობილი ქიმიური ნაერთების ტრადიციული სკრინინგის ნაცვლად, ხელოვნურმა ინტელექტმა ათობით მილიონი შესაძლო მოლეკულური სტრუქტურა გააანალიზა და ნულიდან ახალი ანტიბიოტიკური ნაერთები შექმნა. აქ მთავარი ინოვაცია ის არის, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა იდეიდან პოტენციური წამლის შემუშავებამდე დრო წლებიდან კვირებამდე შეამცირა.
ჭარბწონიანი ბავშვების პრობლემა
გაეროს ეგიდით მოქმედმა საერთაშორისო ბავშვთა ორგანიზაციამ, UNICEF-მა განაცხადა, რომ 5-19 წლის ბავშვებსა და მოზარდებში სიმსუქნე პირველად გახდა არასაკმარის კვებაზე უფრო გავრცელებული. ჩრდილოეთ ამერიკაში, ევროპის დიდ ნაწილში, ახლო აღმოსავლეთსა და ლათინურ ამერიკაში ჭარბწონიანი ბავშვებისა და მოზარდების წილი არასაკმარისი კვების მქონე ბავშვების წილს აღემატება. ეს კალორიული საკვების მაღალი ხელმისაწვდომობით, ულტრაგადამუშავებული საკვების ფართო მოხმარებითა და ფიზიკური აქტივობის შემცირებით არის განპირობებული. ამ რეგიონებში ბავშვთა არასაკმარისი კვება მნიშვნელოვნად ნაკლებად არის გავრცელებული და ძირითადად ლოკალური ან სოციალური ხასიათი აქვს. არასაკმარისი კვება პრობლემად კვლავ დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში რჩება, სადაც საკვების უსაფრთხოება არასაკმარისია. 2025 წლის ანგარიშის თანახმად, მსოფლიოში ბავშვებისა და მოზარდების 9.4% სიმსუქნით, ხოლო 9.2% არასაკმარისი წონით არის დაავადებული.
სმენის აღდგენის ინექცია
შვედეთის კაროლინსკას ინსტიტუტისა და ჩინეთის რამდენიმე სამედიცინო ცენტრის მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფმა ჟურნალ Nature Medicine-ში გენური თერაპიის კლინიკური კვლევის შედეგები გამოაქვეყნა პაციენტებში, რომლებსაც თანდაყოლილი სიყრუე აღენიშნებათ და რაც OTOF-გენის მუტაციას უკავშირდება. ეს არის სმენის მემკვიდრეობითი დაქვეითების იშვიათი ფორმა, რომლის დროსაც შიდა ყურიდან სმენის ნერვზე ხმოვანი სიგნალების გადაცემა ირღვევა. 1-დან 24 წლამდე ასაკის ათ მონაწილეს OTOF-გენის სამუშაო ასლის მატარებელი ადენო-ასოცირებული ვირუსული ვექტორის ერთჯერადი ინექცია გაუკეთეს, რამაც თითოეულ მონაწილეში სმენის სხვადასხვა ხარისხის გაუმჯობესება გამოიწვია.
ნეირონული იმპლანტი ტვინში
2025 წელს, კალიფორნიაში, სან-ფრანცისკოს უნივერსიტეტის კვლევითმა ჯგუფმა გამოაქვეყნა კლინიკური კვლევის შედეგები, რომლის დროსაც ნეირონულმა იმპლანტმა პარალიზებულ პაციენტს საშუალება მისცა, მეტყველება პირდაპირ ტვინის სიგნალების მეშვეობით გამოემუშავებინა. პაციენტს მძიმე დამბლის გამო ლაპარაკი ან მოძრაობა არ შეეძლო, მაგრამ მის ტვინს მეტყველების განზრახვის ჩამოყალიბების უნარი შენარჩუნებული ჰქონდა. მეცნიერებმა ეს აქტივობა საკომუნიკაციო სისტემის მონაცემთა წყაროდ გამოიყენეს. კერძოდ, ელექტროდების მასივი იმპლანტირებულ იქნა თავის ტვინის ქერქის მეტყველების უბნებში, რომელიც ნეირონულ აქტივობას მაშინ იწერდა, როცა პაციენტი სიტყვების გონებრივად წარმოთქმას ცდილობდა. ეს სიგნალები მანქანური სწავლების პროგრამით დამუშავდა, რომელიც მათ ტექსტად და სინთეზირებულ მეტყველებად გარდაქმნიდა. მკვლევარები აცხადებენ, რომ სისტემა სტაბილურია და ფრაზების გენერირება მაღალი სიზუსტითა და სიჩქარით შეუძლია.
ჭკვიანი ლინზები
ინდოეთის კვლევითმა ჯგუფმა ჭკვიანი ლინზების სფეროში ახალი გამოგონება წარადგინეს. კერძოდ, რბილ კონტაქტურ ლინზებში ჩაშენებულია მიკროფლუიდური არხები და ბიოსენსორები, რომლებიც ორ ფუნქციას აერთიანებს. ეს არის ცრემლის სითხის ანალიზით ჯანმრთელობის მონიტორინგი და წამლის მიღება თვალით. 2025 წლის კვლევებმა აჩვენა, რომ ამ ლინზებს მნიშვნელოვანი ფიზიოლოგიური პარამეტრების მონიტორინგი შეუძლიათ, როგორიც არის გლუკოზის დონე, მჟავიანობა (pH), ელექტროლიტების კონცენტრაცია და ანთების ნიშნები.
www.bpn.ge