ჭიჭინაძისა და 9 აპრილის ქუჩა სრულად სპეცრაზმს აქვს დაკავებული – მომიტინგეების წინააღმდეგ კვლავ წყლის ჭავლს იყენებენ

საპოლიციო ძალები პარლამენტთან, ჭიჭინაძის ქუჩაზე მიმდინარე აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლის გამოყენებას კვლავ აგრძელებენ.
ამასთან, ჭიჭინაძისა და 9 აპრილის ქუჩა მთლიანად სპეცდანიშნულების რაზმს აქვს დაკავებული.
ასევე, სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები თავისუფლების მოედნიდან რუთაველის გამზირისკენ მიემართებიან.