ჭიათურის მერიის განმარტება სკანდალურ ფოტოზე: “ეს იყო პერფორმანსი, რომლის ფარგლეში ბავშვებმა გაამთლიანეს საქართველო”

სოციალურ ქსელებში აჟიოტაჟი გამოიწვია ჭიათურის მუნიციპალიტეტის მიერ გამოქვეყნებულმა „ჭიათურობა 2025“-ის საქალაქო ფესტივალის ფოტომ, რომელზეც გამოსახულია საქართველოს რუკა ოკუპირებული ტერიტორიებს – სა და ცხინვალის რეგიონის გარეშე.
სოციალური მედიის მომხმარებლებმა მიუთითეს სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლზე, რომელიც ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე “საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის დარღვევის ამსახველი რუკის“ დამზადება ან გამოყენების გამო.
ჭიათურის მუნიციპალიტეტმა ჯერ წაშალა გამოქვეყნებული პოსტი, შემდეგ კი გამოაქვეყნა განმარტება და ახალი ფოტო.
მუნიციპალიტეტის მერიის განმარტებით, ეს იყო სკოლის მოსწავლეების მიერ მომზადებული დადგმა, რომლის დასასრულს, ბავშვებმა გაამთლიანეს საქართველო:
„გვსურს, გამოვეხმაუროთ კონკრეტული ადამიანების მხრიდან საქართველოს ილუსტრირებულ რუკასთან დაკავშირებულ ბინძურ სპეკულაციას, რომელიც სოციალურ ქსელში “ჭიათურობა 2025-ის” ფარგლებში ახალგაზრდების მიერ წარმოდგენილმა პერფორმანსმა გამოიწვია. ეს იყო სკოლის მოსწავლეების მიერ მომზადებული დადგმა, რომლის დასასრულს, ბავშვებმა გაამთლიანეს საქართველო. თეატრალური დადგმა მიზნად ისახავდა საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ იმის შეხსენებას, რომ დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლა მუდმივი პროცესია. საქართველოს რუკამ საბოლოოდ სწორედ ისეთი სახე მიიღო, რომელსაც ფოტოზე ხედავთ. აღნიშნული ფოტო სკოლის მოსწავლეების დადგმის დასრულების შემდეგ არის გადაღებული“,- აღნიშნულია განცხადებაში.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან გოგიჩაიშვილი – უარს არ ვეუბნებით, თუ ზურაბ ჯაფარიძე შეხვედრის სურვილს გამოთქვამს, შეხვედრას წინ არაფერი უდგას – ჯერ „ნაცები“ გაერთიანდნენ და შემდეგ სხვა ჯგუფებთან სცადონ მოლაპარაკება

მარკო რუბიო – შეთანხმება ორ რამეს საჭიროებს: ორივე მხარემ რაღაც მიიღოს და რაღაც დათმოს, გადაწყვეტილება უკრაინასა და რუსეთზე იქნება დამოკიდებული – პროგრესს მივაღწიეთ, მაგრამ ბევრია გასაკეთებელი, ყველაზე რთული ყოველთვის ბოლო საკითხებია

ზურაბ ჯაფარიძე – პროტესტი დემონსტრირებაა, რომ მოქალაქეები არ ეგუებიან დიქტატურას – განცდა უნდა გაჩნდეს ადამიანებში, რომ არის ალტერნატიული ძალა: შეთანხმება საერთო ბრძოლის სტრატეგიაზე, თუნდაც საერთო სიაზე, ხედვაზე, რაც არის „ქართული ქარტია“