ჭიათურელი მაღაროელები აქციებს წყვეტენ და ქალაქის ბლოკირებაზე გადადიან

ხანგრძლივი პროტესტის შემდეგ, ჭიათურელმა მაღაროელებმა საპროტესტო აქციები შეწყვიტეს და ჭიათურის ბლოკირებას იწყებენ, – ამის შესახებ, სოციალურ ქსელში მათ თავად დაწერეს.
“როგორც მოგეხსენებათ, შეწყდა საპროტესტო აქციები და დღეიდან გადავდივართ ქალაქის ბლოკირებაზე.
კერძოდ, მემორიალსა და ჯრუჭულის პოსტებზე მოგვიწევს ცხოვრება. 24-საათიან კონტროლის რეჟიმში ვაჩერებთ ყველა სატვირთო ავტომობილს, რომელსაც შესაძლებელია გადაყავდეს სილა, ხრეში, შებენი, ბიგა, მანგანუმი, ჯართი (რომელიც ჯიემის საკუთრებაა) და სხვა ყველა სახის ტვირთი, რომელიც დააპირებს ქალაქის გავლას, გარდა დისტრიბუციის სამარშრუტო ტაქსების და მსუბუქი ავტომობილებისა!”, – წერენ მაღაროელები.