“ჭიათურა მენეჯმენტ კომპანია” შუქრუთელების პროტესტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ჭიათურის სოფელ შუქრუთის მცხოვრებლები თითქმის 200 დღეა მაღაროების მმართველი კომპანიის წინააღმდეგ გამოსვლებს მართავენ. სექტემბრიდან პროტესტის ნაწილმა თბილისში, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ გადმოინაცვლა. აქციის მონაწილეები „ჯორჯიან მანგანეზის” საქმიანობის შედეგად სოფელ შუქრუთისთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურებას და ამ პროცესში ცენტრალური ხელისუფლების ჩართვას ითხოვენ. შუქრუთელები ამბობენ, რომ „ჯორჯიან მანგანეზის” მიერ ჩატარებული სამუშაოების შედეგად დაინგრა მათი სახლები, დაზიანდა ნიადაგი, ეზოები და ნაკვეთები და სოფელში ცხოვრება უკვე გაუსაძლისი გახდა.
მაღაროების მმართველი “ჭიათურა მენეჯმენტ კომპანია” აღნიშნულთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც წერია, რომ შუქრუთელების უმრავლესობისთვის კომპანიას თანხა უკვე გადახდილი აქვს. კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ პროტესტი სამოქალაქო საზოგადოების მიერ არის მართული და მენეჯმენტი საკითხიტ დაინტერესებულ საზოგადოებრივ და არასამთავრობო ორგანიზაციებს ინდივიდუალურ სამუშაო შეხვედრაზე იწვევს.
“ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის” განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
“მიუხედავად იმისა, რომ საპროტესტო აქციის მონაწილეებს ჩვენი მხრიდან არაერთხელ ჰქონდათ შეთავაზება, პრობლემა ცივილური ფორმებით გადაწყვეტილიყო და მოლაპარაკების გზით გამოსავალი მოგვეძებნა, მათთვის ყველანაირი წინადადება მიუღებელია.
ცალსახაა, რომ ადამიანთა ამ ჯგუფის მიერ კომპანიის მიმართ წარმოებული ქმედებები გასცდა ურთიერთობის ცივილურ ფორმებს და სახეზეა ღია შანტაჟი, ხოლო მომიტინგეებისა და მათთვის დავალებების მიმცემი ადამიანების მიერ, ყოველდღიურად გავრცელებული ცრუ ინფორმაცია უკვე კომპენსირებული შუქრუთელების მიმართ ემპათიას იწვევს.
აქედან გამომდინარე, საჭიროდ მიგვაჩნია საზოგადოების ინფორმირების მიზნით კიდევ ერთხელ ნათელი მოვფინოთ არსებულ მდგომარეობას.
ადამიანთა რადიკალური ჯგუფი, რომელიც ხელმძღვანელობს სოფელ შუქრუთში მიმდინარე დესტრუქციულ პროცესს, ასევე პარლამენტის შენობასთან მართავს აქციას, ვფიქრობთ, სრულად არის მართული ეგრეთ წოდებული სამოქალაქო სექტორის მიერ. გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი იმისა, რომ მათ უკან დგანან ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც პირდაპირ კავშირში არიან ასევე რადიკალურ პოლიტიკურ პარტიებთან, რომლებიც თავის მხრივ, საპროტესტო აქციებს საკუთარი ვიწრო პარტიული ინტერესებისთვის იყენებს.
უფრო კონკრეტულად, რამდენიმე მომიტინგეს ზურგს უმაგრებს რიგი საზოგადოებრივი და არასამთავრობო ორგანიზაცია და ამ ორგანიზაციების აქტივისტები, როგორებიც არიან “სოციალური სამართლიანობის ცენტრი”, “მაუწყებელი”, “მწვანე ალტერნატივა”, “მთის ამბები”, “ხმა” და სხვა. საზოგადოებისათვის ცნობილია, რომ ყველა ეს ორგანიზაცია არის პოლიტიკური აფილაციის მქონენი და გამოირჩევა რადიკალური ქმედებებით და რადიკალური ქმედებების წახალისებით.
აქციას ორგანიზებას ასევე უწევენ სწორედ ის პირები, რომლებიც ჯერ კიდევ 2021 წელს ხელმძღვანელობდნენ კომპანიის წინააღმდეგ მიმართულ პროტესტს. საყურადღებოა, რომ სამი წლის შემდეგ, სწორედ იგივე არასამთავრობო და საზოგადოებრივი ორგანიზაციები ფიგურირებენ მიმდინარე აქციაზეც. პროტესტის ორგანიზატორებს უწევენ ფინანსურ დახმარებას და ყოველდღიურ სამოქმედო გეგმას სთავაზობენ.
რადიკალური პროცესების ხელოვნურად მართვის საფუძვლიან ეჭვს ადასტურებს რამდენიმე გარემოება: