ჭიათურაში 2022 წლიდან 20 კმ-მდე მარტივი კატეგორიის საფეხმავლო ბილიკია მარკირებული – ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია

ჭიათურაში 2022 წლიდან 20 კმ-მდე მარტივი კატეგორიის საფეხმავლო ბილიკია მარკირებული – ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია
ჭიათურაში 2022 წლიდან 20 კმ-მდე მარტივი კატეგორიის საფეხმავლო ბილიკია მარკირებული – ინფორმაციას ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, ჭიათურის მუნიციპალიტეში, სათავგადასავლო ტურიზმის განვითარების მიზნით, საფეხმავლო ბილიკების მონიშვნა 2022 წლიდან დაიწყო.
„დღემდე მონიშნულია 20 კმ-მდე მარტივი კატეგორიის საფეხმავლო ბილიკი, რომელიც მოიცავს მუნიციპალიტეტში შემავალ კულტურულ-ისტორიულ და ბუნებრივ სანახაობებს.
ბილიკები ერთმანეთთან აკავშირებს სოფელ ნავარძეთსა და სოფელ კაცხს, კაცხის სვეტის პანორამულ და წრიულ ბილიკს.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საფეხმავლო ბილიკების მონიშვნას მთელი ქვეყნის მასშტაბით აგრძელებს“, – წერია პრესრელიზში.
უწყებამ მარკირებული საფეხმავლო ბილიკები და ტურისტული ადგილების გასაცნობად ჭიათურაში მედიატური მოაწყო, რომელშიც GNTA-ის ინფორმაციით, ჟურნალისტები, ბლოგერები და ფოტოგრაფები მონაწილეობდნენ.
„მედიის წარმომადგენლები გაეცნენ მუნიციპალიტეტის ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს, კულტურულ ძეგლებს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ მონიშნულ და განახლებულ ბილიკებს- მათ შორის კაცხის სვეტის პანორამულ მარშრუტს, ნავარძეთის ბილიკს, ახლად შექმნილ კლდეზე ცოცვის კლუბსა და სხვა ახალ ტურისტულ ობიექტებს“, – აღნიშნულია პრესრელიზში.

ასევე დაგაინტერესებთ

“იცით, რა არის ეს? ეს არის სისტემა, რომელიც ინვესტორს აძლევს უფლებას, პირდაპირ უჩივლოს სახელმწიფოს საერთაშორისო არბიტრაჟში (მაგალითად, ვაშინგტონში, მსოფლიო ბანკის ეგიდით მოქმედ ICSID-ში). შედეგად, საქართველო მიიღებს მრავალმილიარდიან სარჩელს…”