ჭიათურაში, ერთ-ერთი კერძო ობიექტის სარემონტო სამუშაოების დროს, სამშენებლო ფილა ჩამოვარდა. შემთხვევის შედეგად, 1 ადამიანი დაიღუპა, 1 პირი კი დაშავდა.
როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამშენებლო სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.