ჩვენ მომხრეები ვართ ერთიანი სიის, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს არ არის მხოლოდ იმიტომ, რომ “ეს არის ერთადერთი გზა”. არსებობს რამდენიმე შემოთავაზება, აქაც გამოჩნდა აზრთა სხვადასხვაობა, ჩვენ უბრალოდ ვამბობთ, რომ ბარიერს არ შევქმნით არცერთი ტაქტიკის მიმართულებით, ჩვენ უბრალოდ გვინდა, ამომრჩეველმა დაინახოს, რომ ოპოზიცია რაღაცა კონფიგურაციაზე შეთანხმდა.
იქიდან გამომდინარე, რომ ეს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ ოპოზიციას მიღებული არ აქვს, საუბარი ზუსტად იმაზე, რა ფორმას მიიღებს უშუალოდ ჩვენი სია, ბუნებრივია, ამას საზოგადოებას ვეტყვით მას შემდეგ, რაც აქ წარმოდგენილ ოპოზიციურ პარტიებთან დასრულდება კონსულტაციები.
თუმცა პრინციპები ნათელი გვაქვს – ამ პროტესტის დროსაც ჩვენი მხრიდან გამოიკვეთა ახალგაზრდების დიდი ნაწილი, რომლებიც ძალიან აქტიურად იყვნენ ჩართული სამოქალაქო აქტივიზმზში, ისინი იქნებიან წინა პლანზე.
ასევე, ჩვენი პოზიციაა, ქალთა მონაწილეობა მინიმუმ იმ დონემდე უნდა შენარჩუნდეს პარტიაში, როგორც აქამდე იყო. 500-ზე მეტი ქალია საკრებულოებში ნაციონალური მოძრაობის მხრიდან, რაც საკმაოდ დიდი წარმომადგენლობაა.
ამიტომ, პრინციპები ჩამოყალიბებული გვაქვს და ჯერჯერობით მაინც ველოდებით პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციების დასრულებას საერთო ოპოზიციური კონფიგურაციის შესახებ.
