“ჭეშმარიტებას ვინ დაადასტურებს რა მნიშვნელობა აქვს?” | პაპუაშვილი სიმონიანზე

პარლამენტის თავმჯდომარე პუტინის რუპორს, მარგო სიმონიანს ეთანხმება და ამბობს, რომ არ აქვს მნიშვნელობა ვინ დაადასტურებს “ჭეშმარიტებას”:
“ის, რაც ჭეშმარიტებაა, ამ ჭეშმარიტებას ვინ დაადასტურებს რა მნიშვნელობა აქვს? ს რომელიმე წარმომადგენელმა დღეს რომ თქვას, მზე აღმოსავლეთიდან ამოდისო, ჩვენ ვთქვათ რომ არაა? შევეწინააღმდეგოთ? ის, რაც არის ჭეშმარიტება, რომ სანქციების დაწესება არის საკუთარ ფეხში სროლა, ეს იცის ყველამ – საქართველოს მოქალაქეებმა, უცხოელმა პარტნიორებმა, ასე რომ ამ ჭეშმარიტებას ვინ დაადასტურებს მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, რომ ეს არის ჭეშმარიტება და ამას მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობა.” თქვა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, სიმონიანმა ს ის განცხადება მოუწონა, სადაც ის ამბობდა, რომ რუსეთისთვის სანქციების დაწესება თავის მოტყუება იქნებოდა. კრემლის პროპაგანდისტმა დაწერა, რომ “საქართველო ადეკვატურად იქცევა”