“ჭერები ჩამოვარდნილია, კედლები დახსნილია, იატაკები აყრილი, წყალი ჩამოდის” | ქუთაისში, სოციალურად დაუცველები უსაფრთხო საცხოვრებლით დაკმაყოფილებას მოითხოვენ

“ჭერები ჩამოვარდნილია, კედლები დახსნილია, იატაკები აყრილი, წყალი ჩამოდის” | ქუთაისში, სოციალურად დაუცველები უსაფრთხო საცხოვრებლით დაკმაყოფილებას მოითხოვენ
ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე მდებარე სოციალური საცხოვრისი, რომელშიც სოციალურად დაუცველები ცხოვრობენ, ინგრევა. მასში 80-მდე ქუთაისის მერიამ შეასახლა. თუმცა, მალევე გაირკვა, რომ შენობას რეაბილიტაცია უხარისხოდ ჩაუტარდა – არადა მასზე 4 მილიონამდე ლარი დაიხარჯა.
მობინადრეები “მთავარ არხთან” შენობაში არსებულ მდგომარეობაზე საუბრობენ და უსაფრთხო საცხოვრებლით დაკმაყოფილებას მოითხოვენ. ისინი ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ ქუთაისის მერთან შეხვედრას თვეებია უშედეგოდ ითხოვენ.