ჩინოვნიკების ჭამა – სმასა და მათი ორგანიზებით მოწყობილ წვეულბებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან, მხოლოდ იანვრშ,ი 400 ათასი ლარი დახარჯა. ოფიციალური დოკუმენტებით ირკვევა, რომ ბიუჯეტის ფულით რესტორნებში სუფრა, თითქმის, ყველა მუნიციპალიტეტმა შეუკვეთა. მოწინავეთა რიგებშია დუშეთის მუნიციპალიტეტი.
დუშეთის მერიამ 21 იანვარს რესტორან „თეთრ დუქანში“, რამდენიმე კაციან სუფრაზე, 14 სახეობის საკვები შეუკვეთა, თუმცა, კულტურის განვითარების სააგენტოს თანამშრომლებმა დუშეთის მერის გარეშე მოილხინეს.
არ მაქვს ინფორმაცია, არ ვიცი, ჩემი თანამშრომლები სად იყვნენ არ ვიცი, არ მომიკითხავს, არ ვყოფილვარ, არ ვიცი, ვინ იქეიფა, – უთხრა “პირველებს“ კახა ჩიტაურმა.
2 100 ლარი დახარჯა ყვარლის კულტურის განვითარების ცენტრმა, 27 იანვარს მსახიობებისთვის მოწყობოლი სუფრისთვის.
ქვეყანაში, სადაც სოციალური დახმარება 700 ათასამდე მოქალაქეს სჭირდება და ემიგრანტების რაოდენობა დღითი დღე იზრდება, წვეულებისთვის ფული მაინც გამოიძებნება.
აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მუნიციპალიტეტები სარესტორნო ხარჯებში ასობით ლარს ხარჯავენ. როგორც გაირკვა, მხოლოდ იანვარში “ქართულმა ოცნებამ“ ჭამა-სმაში 400 ათასი ლარი დახარჯა და ეს არაფერია იმასთან შედარებით, რასაც ჩინოვნიკები წლიდან წლამდე ხარჯავენ.




