ჭავჭავაძის გამზირზე ავტობუსისა და ტაქსის შეჯახების შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე ავტობუსი და ტაქსი შეეჯახა.
შემთხვევა ე.წ. ბასლაინზე მოხდა, რის შედეგად ორი ადამიანი მსუბუქად დაშავდა.
როგორც “ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის ან მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – გორში ნახეთ სადიზმის დონე, ხელისუფლებას ვერ გადაუწყვეტია, წესიერ კაცს შეტენონ, რომ ტერორისტია, თუ ფორმალურად ვიღაცებს შეახოცონ ხელი – ნორმალურ ქვეყანაში მინიმუმ შს მინისტრი გადამდგარი იქნებოდა