თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჭავჭავაძის გამზირის გადაკეტვის გამო, სასწავლო პროცესს 1 დღით აუქმებს.
“გაცნობებთ, რომ სასწავლო პროცესი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გრძელდება ჩვეულ რეჟიმში. დაგეგმილი საგამოცდო პროცესი (თსუ ბიბლიოთეკის კორპუსში) წარიმართება განსაზღვრული გრაფიკით.
ჭავჭავაძის გამზირის გადაკეტვის/სატრანპორტო მოძრაობის შეზღუდვის გამო, 18 ნოემბერს ვაკის ტერიტორიაზე მდებარე სასწავლო კორპუსებში დაგეგმილი სააუდიტორიო ან სხვა ტიპის მეცადინეობები შეჩერდება 1 დღით”, – მისწერეს თსუ-დან სტუდენტებსა და ლექტორებს.
ოპოზიციამ ჭავჭავაძის გამზირზე კარვები გაშალა. ტერიტორია სრულად გადაკეტილია.