ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის გამზირებზე მიმდინარე აქციაზე პოლიციამ 16 პირი დააკავა

თბილისში, ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის გამზირებზე მიმდინარე აქციაზე, დღეს დილით შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ჯამში, 16 პირი დააკავეს.
როგორც -ში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, 16-ივე პირი ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული.
ამასთან, მათივე ინფორმაციით, დაკავებულებიდან, ამ დროისთვის, 3 პირი ხელწერილითაა გათავისუფლებული.
ცნობისთვის, აქციის მონაწილეებს, რომლებმაც ჭავჭავაძის გამზირზე წუხელ ღამე გაათენეს, სამართალდამცავებმა დაშლისკენ დღეს გამთენიისას მოუწოდეს. ამის შემდეგ სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა თსუ-ს პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიის აქციის მონაწილეებისგან გაწმენდა დაიწყეს. სამართალდამცავებმა დაშალეს კარვებიც. აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის იყო ფიზიკური დაპირისპირებაც.