ჭავჭავაძეზე კანონიერი ქურდის ძმის მკვლელობაში ბრალდებული კაცი დააკავეს

შსს-ის მიერ 17 მარტს გავრცელებული განცხადების თანახმად, დაკავებულია 1975 წელს დაბადებული პირი, ინიციალებით გ.უ.
ეს ინიციალები ემთხვევა მედიის გავრცელებულ ცნობებს, რომ დაკავებულია გელა უძილაური.
კერძოდ, ტვ პირველის ცნობით, მათი დაუსახელებელი წყარო „ძალოვანებიდან“ აღნიშნავს, რომ პოლიციამ 50 წლამდე გელა უძილაური რამდენიმე საათის წინ, საქართველოს ტერირორიაზე დააკავა.
-ის ცნობით, ის დააკავეს თბილისში, თუმცა ჯერ უცნობია, რა გარემოებებში.
ის დაკავებულია განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით.
ბრალდება 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
გამოძიების ვერსიით, მან თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე ორ პირს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
მიყენებული დაზიანებების შედეგად 1964 წელს დაბადებული ლევან ჯანგველაძე ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მისი თანხმლები პირი კლინიკაში გადაიყვანეს.
მოკლული 58 წლის ბიზნესმენი ლევან ჯანგველაძეა, რომელიც საქართველოში რამდენიმე დღით იყო ჩამოსული და ქუჩაში დაცვის თანხლებით გადაადგილდებოდა.
ტვ „პირველმა“ გაავრცელა კადრები შემთხვევის ადგილიდან, სადაც ჩანს, რომ მკვლელი მათ ჭავჭავაძეზე ელოდებოდა და როცა ერთ-ერთი დაწესებულებიდან გამოვიდნენ, აედევნა, რამდენიმე მეტრი მათთან ერთად გაიარა და შემდეგ დაესხა თავს.
შემთხვევა 23:32 წუთზე მოხდა.
მედიის ცნობით, მოკლული ლევან ჯანგველაძე „კანონიერი ქურდის“, მერაბ ჯანგველაძის (მეტსახელად „სოხუმსკის“) ძმა იყო.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ბესიკ ლაგვილავა: არ ვიცი ადამიანები არიან თუ არა, უკრაინული ლეგენდარული ბრიგადა “აზოვის” და 25-ე სპეცდანიშნულების ბრიგადის მებრძოლები! თუკი ისინი ადამიანები არიან, მაშინ შემიძლია ვთქვა, რომ არიან ტიტანები, რომელთაც ღმერთებსაც კი აუტეხეს ომი!

შალვა პაპუაშვილი – რუსეთის პრეზიდენტი დაეთანხმა ტრამპის მოსაზრებას – ომის აცილება შესაძლებელი იყო, ხოლო თუ ამერიკის პრეზიდენტს პროცესზე ზემოქმედების ბერკეტი გააჩნდა, ეს ნიშნავს დადასტურებას, რომ ომი რუსეთსა და დასავლეთს შორის მიმდინარეობს