ჭადრაკის ფედერაცია: „ცოტნე ივანიშვილი წლების განმავლობაში ინტენსიურად მეცადინეობს ჭადრაკში საერთაშორისო დიდოსტატის დახმარებით და მისი მოქმედი რეიტინგი საერთაშორისო საჭადრაკო პლატფორმაზე არის 2200-მდე“

„თბილისში, მიმდინარე ქალთა მსოფლიო გრან პრის მერვე ტურის ლიდერთა შეხვედრაში, საპატიო პირველი სვლა ცოტნე ივანიშვილმა გააკეთა,“ – აღნიშნული ინფორმაცია და ფოტო ჭადრაკის ფედერაციამ სოციალურ ქსელში 23 აგვისტოს გაავრცელა.
აღნიშნულს საზოგადოების მხრიდან არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. ისინი დაინტერესდნენ, რა პრინციპით გააკეთა პირველი საპატიო სვლა ცოტნე ივანიშვილმა ქალთა მსოფლიო გრან პრიზე.
მოგვიანებით, ჭადრაკის ფედერაციამ გამოქვეყნებულ პოსტშივე კომენტარის სახით განმარტება გააკეთა:
„უმაღლესი კატეგორიის ტურნირებში გავრცელებული პრაქტიკაა პირველი სვლის გაკეთების ტრადიცია.
ცოტნე ივანიშვილი წლების განმავლობაში ინტენსიურად მეცადინეობს ჭადრაკში საერთაშორისო დიდოსტატის დახმარებით და მისი მოქმედი რეიტინგი საერთაშორისო საჭადრაკო პლატფორმაზე ‘chess.com’ არის 2200-მდე,“ – აღნიშნულია ჭადრაკის ფედერაციის განცხადებაში.