ჭაბუკთა შორის ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართველი ძიუდოისტები წარმატებით ასპარეზობენ

ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში ჭაბუკთა შორის ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს. ქართველი ძიუდოისტი ვასილ გამეზარდაშვილი (-73 კგ) მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.
ვასილ გამეზარდაშვილმა (-73 კგ) ბრინჯაოს მედლისათვის შეხვედრამდე ჩეხი მეტოქე იან კლიმსა და მონღოლი ტემულენ ბაიარჯავხლანი დაამარცხა, მეოთხედფინალი კი იაპონელ კეიშო მიცუიშთან დათმო და ასპარეზობა რეპეშაჟში გააგრძელა, რომელშიც ნიდერლანდელი როვერ კისბერი დაამარცხა.
ქართველი ძიუდოისტმა მ (-81კგ) ფინალური შეხვედრა უზბეკ ინომჯონ ბახოდიროვთან დათმო და ვიცე-ჩემპიონი გახდა.
ფინალურ შეხვედრამდე მან კვიპროსელი მილტიადის ხარალამპოსი, ფრანგი არტურ შენჟე კემუეიე და ძიუდოს ფედერაციის სახელით მოასპარეზე რამაზან ხიდიროვი დაამარცხა, ნახევარფინალში კი იტალიელ ედოარდო მიკელე რუსოს სძლია.

ასევე დაგაინტერესებთ

ნანუკა ჟორჟოლიანი – ფონდში არის ძალიან ბევრი ჩარიცხვა, მაგრამ პროკურატურამ გამოარჩია ორი გვარი: ბაჩიაშვილი და გილაური, აინტერესებდათ, რაში დაიხარჯა თანხა – ეს არ ყოფილა დამალული, არსებობს „ფეისბუკ პოსტი“

პროკურორი – “ნანუკას ფონდი” მატერიალურ მხარდაჭერას უწევდა ძალადობრივ აქციებს – რომელ საქველმოქმედო მიზანს ემსახურებოდა 600 000 ლარის დახარჯვა პიროტექნიკაში, ჩაფხუტებში და სხვა ნივთებში, რომლებიც სამარშრუტო ტაქსით მიიტანეს აქციაზე?