ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე საგზაო მოძრაობა ამაღამ ნაწილობრივ შეიზღუდება – თბილისის მერია

ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე არსებული გარე განათების ქსელის განახლება მიმდინარეობს. სამონტაჟო სამუშაოების გამო, საგზაო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება 4 სექტემბრის 00:00-06:00 საათებში – ამის შესახებ განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს.
“გზა არ გადაიკეტება ერთდროულად ორივე მიმართულებით, მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება. გარე განათების სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს „თბილსერვის ჯგუფი“ ახორციელებს” – ნათქვამია განცხადებაში.