წყნეთში პროექტი „სუფთა გარემო – ჯანსაღი ცხოვრება“ გაიმართა

წყნეთში დევნილთა კომპაქტური დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე პროექტი სახელწოდებით, „სუფთა გარემო – ჯანსაღი ცხოვრება“ გაიმართა, სადაც მონაწილეობა დან დევნილმა 40-ამდე ახალგაზრდამ მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.
ინფორმაციის თანახმად, ღონისძიება მოიცავდა სხვადასხვა სახის საინტერესო აქტივობას, მათ შორის მინი ფეხბურთის ტურნირს.
„ტურნირის შემდგომ ახალგაზრდებმა ტყის მასივი ეკოსისტემისათვის საზიანო ნარჩენებისგან დაასუფთავეს.
საყმაწვილო ჟურნალ „იალქნის“ სარედაქციო ჯგუფმა ტურნირის მონაწილეებსა და გულშემატკივრებს ახალი ნომერი წარუდგინეს და საჩუქრად ჟურნალებთან ერთად სააგენტოსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით გამოცემული, აფხაზეთის თემატიკის ფაზლები გადასცეს.
საფეხბურთო ტურნირის გამარჯვებულ ახალგაზრდებს საჩუქრად სიმბოლური პრიზები გადაეცათ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.