,, წყნეთის გზატკეცილზე დაგეგმილი სამუშაოების გამო, ტრანსპორტის გადაადგილება სრულად შეიზღუდება” – მერია

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს:
წყნეთის გზატკეცილზე დაგეგმილი სამუშაოების გამო, ტრანსპორტის გადაადგილება სრულად შეიზღუდება
ვაკის რაიონში, წყნეთის გზატკეცილის სრული რეაბილიტაცია იწყება. სამუშაოები წყნეთის გზატკეცილის N6-დან (ე.წ. ბაგების კუნძულებიდან) ბაგების დასახლების ახალ საავტომობილო ხიდამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში ჩატარდება.
დაგეგმილი სამუშაოების გამო, 15 ივნისის 00:00 საათიდან ოთხი თვის განმავლობაში, გზის აღნიშნულ მონაკვეთში ტრანსპორტის გადაადგილება სრულად შეიზღუდება. ტერიტორიაზე გადაადგილებას საკუთარი ავტომობილებით მხოლოდ ადგილობრივი მცხოვრებლები შეძლებენ.

ასევე დაგაინტერესებთ