წყლის მიწოდების აღდგენასთან დაკავშირებით GWP-ი განცხადებას ავრცელებს

წიწამურთან მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” განცხადებას ავრცელებს. GWP წერს, რომ მაგისტრალური ქსელის აღდგენითი სამუშაოების დასრულება 3 დღეშია დაგეგმილი.
“სოფელ წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების აღსადგენი სამუშაოები გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.
მაგისტრალური ქსელის აღდგენითი სამუშაოების დასრულება 3 დღეშია დაგეგმილი,” – წერია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ წყალმომარაგების კრიზისი სოფელ წიწამურთან, არაგვის ხეობაში მომხდარი ავარიის გამო შეიქმნა. სამშენებლო ნარჩენებისგან შექმნილი ხელოვნური ფერდი დაიძრა, რამაც მილსადენი დააზიანა. შედეგად თბილისში რამდენიმე უბანს წყალი გრაფიკით მიეწოდება. წყალი შეწყვეტილია მცხეთასა და მიმდებარე სოფლებშიც.

ასევე დაგაინტერესებთ

ლაშა ძებისაშვილი: ეკონომიკური ვარდნის დასაბალანსებლად და ფულადი მასის შემოტანის მიზნით, როგორც ჩანს დაგეგმილია ათი თასობით მდიდარი არაბის ჩამოსახლება სპარსეთი ყურის სახელმწიფოებიდან (ჩინეთიდანაც და სხვა ქვეყნებიდანაც, რატომაც არა)