,,წყევლას გააჩნია, ჯერ ეს ერთი“ – იჩივლებენ თუ არა ,,ოცნების” წევრები წყევლის გამო?

,,ოცნების” წევრები -ში მოქალაქეებს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული, გინების პოსტების გამო უჩივის. ირაკლი კირცხალიას თქმით, საჩივარი, რომელიც დღეს შევა შინაგან საქმეთა სამინისტროში, ეხება სოციალურ ქსელში, საჯარო სივრცეში გამოქვეყნებულ იმ “უბინძურეს გამონათქვამებს და შეურაცხყოფას”, რომლებიც მიმართულია პოლიტიკური თანამდებობის პირების მიმართ. იჩივლებენ თუ არა დაწყევლის გამო? ამაზე ,,ქართული ოცნების” პილიტსაბჭოს წევრი, ჟურნალისტებთან ამბობს:
,,წყევლას გააჩნია, ჯერ ეს ერთი. ადამიანმა რატომ უნდა დაწყევლოს მეორე ადამიანი? ეს არის ფსიქოლოგიური ტერორი, ნამდვილი ტერორი, ისეთი, რომელიც დაწერილია კონკრეტულ გეგმაში და გეგმის მიხედვით ხორციელდება ეს ყველაფერი. იქნება წყევლა, გინება, სხვადასხვა შეურაცხმყოფელი სიტყვის გამოყენება, იქნება ეს საიდანაც გინდა, ეს ორ მთავარ მიზანს ემსახურება: ერთი არის, რომ ეს ტერორი განხორციელდეს ინტენსიურად, მუდმივად და მეორე არის, რომ შეიქმნას არასწორი ტრენდი, თითქოსდა, ეს ხორციელდება აღშფოთებული ხალხის მხრიდან..”

ასევე დაგაინტერესებთ

ცხოველზე ძალადობისა და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისთვის ბრალდება წარედგინა პირს, რომელმაც, გამოძიების ინფორმაციით, თელავში ძაღლი პნევმატური იარაღით მოკლა – დანაშაული 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

სალომე სამადაშვილი – ომი დასავლეთსა და რუსეთს შორის მიმდინარეობსო, პუტინს უთქვამს და აბა ხომ არ ტყუისო, ამოიქოქა „ქოც-რუსული“ პროპაგანდა, პუტინი 20 წელია რევანშის მოწყობას ცდილობს დასავლეთისთვის – რევანში საქართველოში არც ივანიშვილის ხელით გამოუვა