“ლაშა ბასლანძის მშობლებმა რესტორან “ქვევრიდან” ფული წაიღეს”– ამ ინფორმაციას “პირვლებს” სანდო წყარო აწვდის. მისივე მონაწყოლის თნახმად, ფაქტი გუშინ, 8 სექტემბერს გვიან ღამით მოხდა.
ბიძინა ივანიშვილის ვაჟის, ბერას მეგობრის მშობლები “პირველების” კამერამ დღესაც დააფიქსირა ტერიტორიაზე, მაგრამ უცნობია, რა მიზნით მივიდნენ ბალსლანძეები ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე რესტორანში.
ლაშა ბასლანძის ოჯახის წევრებისა და მისი გარემოცვის “ქვევრში” გამოჩენას მალევე ადგილზე საპატრულო პოლიციის გამოჩენა მოჰყვა, თუმცა გელა გელაძის თანამშრომლებმა ტერიტორია მალევე დატოვეს. ამის შემდეგ ბელიაშვილის ქუჩაზე, როგორც ლაშა ბასლანძის და ზურაბ ტიბუას ადვოკატები გამოჩნდნენ.
ბასლანძის ადვოკატი ირმა ჭკადუა ირწმუნება, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის მშობლების მიერ რესტორნის სალაროდან ფულის წაღება “სიცრუეა”. უფლებადამცველის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი შაბათს შუააღამეს რესტორანში შეიარაღებული არ მისულა.
თანხის შესაძლო წაღების ფაქტის შესახებ ინფორმაცია არ აქვს შალვა ტიბუას უფლების დამცველს – თამარ აბესაძე ამბობს, რომ “ქვევრის” 100%-იანი წილის მფლობელი სამხარაულის ეროვნულ ბიუროში ხელახლა მიდის, რადგან სავარაუდოდ ტვინის შერყევა აქვს.
რესტორან „ქვევრში“ დაპირისპირება შაბათს ღამით მოხდა. კადრებში, რომელიც “ტვ პირველმა” მოიპოვა, ყოფილი მოიჯარე, ლაშა ბასლანძე შეიარაღებული შევიდა რესტორანში და ფიზიკურად გაუსწორდა მფლობელ ზურაბ ტიბუას.
არსებული ინფორმაციით, კონფლიქტი წილების დათმობას უკავშირდება. ტიბუას თქმით, ბასლანძე მანამდე შურისძიებით ემუქრებოდა. შემთხვევის შემდეგ ბასლანძე გამოკითხვაზე დაიბარეს, თუმცა არ დაუკავებით. “ქართული ოცნების” მხარდამჭერი ამტკიცებს, რომ რესტორანში სათამაშო იარაღით შევარდა.