წყაროების თანახმად, უნგრეთმა დაბლოკა ევროკავშირის განცხადება ში ს შეჭრის მეორე წლისთავის შესახებ

უნგრეთმა დაბლოკა ევროკავშირის განცხადება, რომელიც 23 თებერვალს უნდა გავრცელებულიყო, ში ს შეჭრის მეორე წლითავის აღსანიშნავად – უთხრეს რადიო თავისუფლებას წყაროებმა ევროკავშირიდან.
ამის ნაცვლად, ევროკავშირი ახლა მუშაობს განცხადებაზე, რომელსაც გაავრცელებს ევროპის მთავარი ინსტიტუტების სამი პრეზიდენტი – ევროკომისიის პრეზიდენტი, ურზულა ფონ დერ ლეიენი, ევროპის პარლამენტის ხელმძღვანელი, რობერტა მეცოლა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი.
განცხადების მთელი ევროკავშირის სახელით გასავრცელებლად ბლოკის 27-ვე წევრის თანხმობაა საჭირო.
ბუდაპეშტი განცხადებას შეეწინააღმდეგა კონკრეტული ახსნა-განმარტების მიცემის გარეშე – უთხრეს წყაროებმა რადიო თავისუფლებას.

ასევე დაგაინტერესებთ

ბესო დონაძე – მხოლოდ ლილუაშვილი და მიქაუტაძე ვერ დაალაგებდა ამხელა სქემას, ასეთ საკითხებს სჭირდება პრემიერის განკარგულება – „ოცნების“ მხარდამჭერს კორუფციაზე პრობლემა არ აქვს, ამიტომ დააკავშირეს ლილუაშვილი ოპოზიციასთან

ადვოკატი – გრიგოლ ლილუაშვილი არ დამალვია გამოძიებას, ჩხრეკა რომ ჩატარდა მის სახლში, იმის შემდეგ ელოდებოდა გამოძახებას, რათა ყველა კითხვაზე პასუხი გაეცა – მის პოზიციას ბრალდების წარდგენის შემდეგ შევიტყობ