„წყალტუბოს საკრებულოს დეპუტატის, ჯეირან ომანაძის, ფირმებმა 45 მლნ ლარის ტენდერები მოიგეს“ – „ფლანგვის დეტექტორი“

„წყალტუბოს საკრებულოს დეპუტატის ჯეირან ომანაძის ფირმებმა 45 მლნ ლარის ტენდერები მოიგეს და აქდდან 27 მლნ ლარი უკვე დაერიცხათ” – ამის შესახებ ინფორმაციას „ფლანგვის დეტექტორი“ ავრცელებს. ორგანიზაცია წერს, რომ ჯეირან ომანაძე, გარდა დეპუტატობისა, ამ დროისთვის „ქართული ოცნების“ შემწირველია, ხოლო 2010-2014- წლებში ის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი იყო.
„ჯეირან ომანაძე 2010-2014 წლებში ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი იყო საკრებულოში, ხოლო 2014-2017 2023-2024 წლებში მისმა კომპანიებმა 45 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერები მოიგეს, საიდანაც 27 მილიონი ლარი უკვე დარიცხულია კომპანიების ანგარიშებზე.
ჯეირან ომანაძე „ქართული ოცნების“ შემომწირველიცაა – საკუთარი სახელით მან პარტიას 120,000 ლარი, ხოლო ერთ-ერთი კომპანიის სახელით 15,000 ლარი შესწირა.
საკრებულოს წევრისა და მის მიერ მოგებული მილიონობით ღირებულების ტენდერების შესახებ „ფლანგვის დეტექტორი“ 2020 და 2022 წლებშიც წერდა“, – წერს ფლანგვის დეტექტორი.