“წყალტუბის განვითარებას ხელს უშლის ბიუროკრატია და ცენტრალიზებული მართვა” – „ოტიას მარანი“

აგროტურისტული ობიექტი „ოტიას ეზოს“ დამფუძნებელი ოტია იოსელიანი აცხადებს, რომ კურორტის განვითარების ერთ-ერთი ხელის შემშლელი ფაქტორი ბიუროკრატია და ცენტრალიზებული მართვაა.
როგორც მან გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტთან“ საუბრისას განაცხადა, ხშირად გაჭიანურებული პროცესების გამო ბიზნესი პროექტების განხორციელებაზე უარს აცხადებს.
„ყველაფერი თბილისიდან იმართება, კომუნიკაცია ვერ დგება, ადგილობრივი ბიუჯეტი დამოკიდებულია ცენტრალურზე და ამის გამო საქმე ვერ კეთდება. ცენტრალიზებული მართვა და ბიუროკრატია პრობლემაა.
ნებისმიერი შენობის ჩადგმაზე რამდენიმე ინსტანცია უნდა მოიარო, რაც დროში ძალიან იწელება. ხშირად იმდენად რთულია ამის გადალახვა, რომ ბევრმა ამის გამო უარი თქვა სხვადასხვა სივრცის შექმნაზე თუ მშენებლობაზე.“ – აცხადებს იოსელიანი.
იოსელიანმა bmg-თან სახლ-მუზეუმის ტერიტორიის განვითარებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ობიექტზე კოტეჯების მოწყობის სამუშაოები სრულდება და ის სტუმრების დარჩენისთვის მზად უახლოეს პერიოდში იქნება.