წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელი ექვს დღეში აღდგება – GWP

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“(GWP) განცხადებით, სოფელ წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების მაგისტრალურ ქსელს ექვს დღეში აღდგება.
ამავე ცნობით, მეწყრულ ფერდობზე უკვე მეშვიდე ტერასა ეწყობა, ხოლო დატერასების სამუშაოების პარალელურად ადგილზე მილს სპეციალური ტექნოლოგიებით ეძებენ.
დატერასების სამუშაოების დასრულების შემდეგ, დაზიანებული მილის მონაკვეთი ლოკალურად შეკეთდება.
სოფელ წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების დაზიანებული ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის აღსადგენად მეწყრული მიწის ფერდის მოხსნის სამუშაოები 17 ივნისიდან დაიწყო.
ამ დროისათვის კომპანია მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით აწვდის.