წყალი მთელი დღით შეწყდება – გადაამოწმეთ თქვენი მისამართები

24 იანვარს ნაძალადევის რაიონში, ბეჟანიშვილისა და დადიანის ქუჩების კვეთაზე წყალმომარაგების მაგისტრალურ ქსელზე ჯივიპი ახალ ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულებს დაამონტაჟებს, რაც წყლის ნაკადების ეფექტურ მართვას, ასევე ქსელზე დაზიანების შემთხვევაში წყალმომარაგების შეზღუდვის არეალისა და დროის შემცირებას უზრუნველყოფს.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფები წყალმომარაგების მაგისტრალურ ქსელზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს დღეს, 24 იანვრის დილის 11:00 საათიდან დაიწყებენ და მთელი დღის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.
აღნიშნულთან დაკავშირებით, აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, დღეს, 24 იანვარს დილის 11:00 საათიდან 25 იანვრის დილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
ნაძალადევის რაიონში – გურამიშვილისა და დადიანის გამზირების ნაწილს, ხუდადოვის ქუჩის ნაწილს, ედისის, სვირის, ერისთავის, ბეჟანიშვილის, ჭყონდიდელის, წიწამურის, ცისარტყელას, ხრესილის, ჭიჭინაძის, კავთისხევის, მანჯგალაძის, კახიანის, ხიმშიაშვილის, სურგულაძის, სუმბათაშვილ-იუჟინის, ხევსურეთის, ქართველიშვილის, ურიდიას (ჩოდრიშვილი), მიქატაძის, ჭილაიას, გომბორის, წიკლაურის, ჯანელიძის, ღრმაღელეს, კნოლევის, სვანეთის, გვაზაურის, ზედაზნის, ბენდელიანის, ცინცაძის, ქსოვრელის, რიონის, რიონჰესის, ლალიონის, ვეშაპურის, დეპოს და მიმდებარე ქუჩებს.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

ასევე დაგაინტერესებთ