წყალდიდობის შედეგად, ლუვრის ეგვიპტის სიძველეთა ბიბლიოთეკაში შენახული ძველი წიგნები და დოკუმენტები სერიოზულად დაზიანდა

წყალდიდობის შედეგად, ლუვრის ეგვიპტის სიძველეთა ბიბლიოთეკაში შენახული ძველი წიგნები და დოკუმენტები სერიოზულად დაზიანდა
27 ნოემბერს მომხდარი წყალდიდობის შედეგად ლუვრის ეგვიპტის სიძველეთა ბიბლიოთეკაში შენახული ძველი წიგნები და დოკუმენტები სერიოზულად დაზიანდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.
ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და სამუშაო პირობების კომიტეტის ანგარიშზე დაყრდნობით ირკვევა, რომ მომხდარმა ბიბლიოთეკას სერიოზული ზიანი მიაყენა, დაზიანებულია დიდი რაოდენობით წიგნი და დოკუმენტი, ასევე სამუშაო სივრცეც.
გავრცელებული ინფორმაციით, ჭუჭყიანი წყლის ნაკადმა ლუვრის ეგვიპტის სიძველეთა ბიბლიოთეკაში გაუმართავი მილების მეშვეობით შეაღწია.
ჯერჯერობით დაუდგენელია, კონკრეტულად რომელი წიგნები და დოკუმენტებია დაზიანებული.
1tv.ge