წყალდიდობის შედეგად ვალენსიის მუნიციპალიტეტში დაკარგული ადამიანების მოსაძებნად, პოლიცია დრონებს იყენებს

ესპანეთის სამოქალაქო გვარდიის განცხდებით, ვალენსიის რეგიონში გრძელდება დაკარგული ადამიანების ძებნა, რომლებიც ამ კვირის დასაწყისში წყალდიდობის შემდეგ გაუჩინარდნენ. უწყების ცნობით, ამ მიზნით უტიელის მუნიციპალიტეტში იყენებენ დრონებს, რათა „ყველა კუთხე-კუნჭული მოიჩხრიკოს“.
ევროპაში ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე საშინელი წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე, 158 ადამიანი დაიღუპა (მსხვერპლის რაოდენობამ უკვე ორასს გადააჭარბა – რედ.).
სტიქია თავს ესპანეთს წინა შაბათ-კვირას დაატყდა, სამშაბათს კი ყველაზე ცუდი ამინდი იყო. 30 ოქტომბრის ღამეს მომხდარი წყალდიდობის შედეგად სახლები დაიტბორა, მანქანები წყლის ნაკადმა წაიღო და ხიდები დაინგრა.
პარასკევს უელვას პროვინციაში საფრთხის „წითელი დონე“ ხელახლა გამოცხადდა – რეგიონში კვლავ ძლიერი წვიმაა ნავარაუდევი.
წყარო: 1 არხი

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილის თვიური ხელფასი 2026 წელს 13 600 ლარი იქნება. მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ენუქიძე თვეში 12 000 ლარს მიიღებს, ხოლო დანარჩენი ხუთი მოადგილის ანაზღაურება 11 600 ლარით განისაზღვრა

სოფიო ქაშაკაშვილი: რაღაცა გრძელვადიანი პროგნოზი და გეგმები შემუშავდება დროთა განმავლობაში… ყველანი ვგრძნობთ ფასების საკითხს და თუ ფანჯარა გამოჩნდება, რომელიც ამ მიმართულებას დაარეგულირებს, მივესალმებით…