წყალდიდობა რუსეთში – რამდენიმე ქალაქში ევაკუაცია მიმდინარეობს

რუსეთის ქალაქ ორენბურგის ხელისუფლებამ, ათასობით მის მაცხოვრებელს მოუწოდა, წყალდიდობის გამო, დაუყოვნებლივ დატოვონ ქალაქი. ორენბურგის ოლქში წყალდიდობაა, თოვლის დნობის შედეგად, მდინარეები ადიდდა და ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, წყლის დონე კვლავ იზრდება.
წყლის დონემ ასევე სწრაფად იმატა ს კიდევ ერთ ოლქში, კურგანში. მეზობელ ყაზახეთში კი ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 100 000 მოსახლის ევაკუაცია განახორციელა. იქაც, მკვეთრად დამთბარი ტემპერატურა თოვლისა და ყინულის სწრაფ დნობას იწვევს.
წყალდიდობების გამო, რეგიონში 120 000-ზე მეტი ადამიანი იძულებული გახდა საკუთარი სახლი დაეტოვებინა ურალში, ციმბირსა და ყაზახეთში. ამ ტერიტორიაზე მდინარე ურალი ადიდდა და ნაპირებიდან გადმოვიდა, რომელიც ევრაზიის ერთ-ერთი უდიდესი მდინარეა. ის ყაზახეთის გავლით, კასპიის ზღვაში ჩაედინება.
მოსკოვიდან 1 200 კმ-ის დაშორებით მდებარე ქალაქ ორენბურგის მერი, სერგეი სალმინი „ტელეგრამზე“ წერს: „ქალაქში განგაშის ხმა ისმის, ეს არ არის წვრთნა, მასობრივი ევაკუაცია მიმდინარეობს!“ სალმინმა მოსახლეობას მოუწოდა, შეკრიბონ საკუთარი დოკუმენტები, გადაუდებელი აუცილებლობის ნივთები და სახლები დატოვონ.
ორენბურგის რეგიონის გუბერნატორმა, დენის პასელმა ხუთშაბათს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს აცნობა, რომ 11 972 სახლი დაიტბორა და ცწლის დონის კიდევ უფრო მეტად მატების შემთხვევაში, საფრთხე 19 412 ადამიანს შეექმნება.
კურგანში რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ერთ-ერთი ძირითადი ნაწილი – გიგანტური ქარხანაა განთავებული, რომელიც არმიისთვის ქვეითთა საბრძოლო მანქანებს აწარმოებს. ამ ტექნიკაზე რუსეთის არმიაში დიდი მოთხოვნაა. მათ ში იყენებენ, სადაც რუსეთის შეიარაღებული ძალები, ზოგიერთ რეგიონში შეტევით ქმედებაზე გადავიდნენ. ამ დრომდე არ გავრცელებულა ცნობა იმის შესახებ, მიადგა თუ არა ზიანი საწარმოს.