წყალდიდობა, დიდთოვლობა და რეკორდული ყინვა – ევროპის კონტინენტის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილი, უკვე მეხუთე დღეა უამინდობასთან გამკლავებას ცდილობს

წყალდიდობა, დიდთოვლობა და რეკორდული ყინვა – ევროპის კონტინენტის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილი, უკვე მეხუთე დღეა უამინდობასთან გამკლავებას ცდილობს. სტიქია ძლიერმა შტორმმა გამოიწვია. განსაკუთრებით ბელგია დაზარალდა, სადაც რამდენიმე დიდ პროვინციაში უხვი ნალექის შედეგად, მასშტაბური წყალდიდობაა.
ადიდებულია მდინარეები, დაიტბორა ათობით სახლი, ზოგიერთ ადგილზე საგზაო მოძრაობა პარალიზებულია. სახლების დატბორვის პრევენციისთვის მოსახლეობას ქვიშის ტომრები დაურიგეს. შეჩერდა სარკინიგზო მიმოსვლა ბრიუსელიდან ლუქსემბურგის პროვინციისკენ. მიზეზი რკინიგზის ხიდების დატბორვის რისკია. წყალდიდობას ემსხვერპლა 59 წლის ქალი, არიან დაშავებულებიც.
წყალდიდობაა საფრანგეთსა და გერმანიაშიც. დაზარალდა საფრანგეთის პა დე კალეს დეპარტამენტი, რომელიც ბოლო ორ თვეში ძლიერი წვიმის შედეგად მეორედ დაიტბორა. სამაშველო სამსახურმა მოსახლეობის ნაწილი უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანა.
გერმანიაში ყველაზე მეტად დაზარალდა საქსონია-ანჰალტის, ტურინგიისა და ქვედა საქსონიის რეგიონები. დაიტბორა სახლები და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. სტიქიის ზონაში ჩავიდა გერმანიის კანცლერი .
ძლიერი ყინვაა ნორვეგიაში, ფინეთში და შვედეთში. ფინეთში, თხილამურებით სრიალის დროს, ქარბუქში ქალი გაუჩინარდა, ის მოგვიანებით ზვავში გარდაცვლილი იპოვეს. ეძებენ დაკარგულებს. დიდთოვლობის გამო, ნორვეგიაში დაიხურა სკოლები და გაუქმდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა.
ბოლო 25 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი ტემპერატურა -43.6 გრადუსი დაფიქსირდა შვედეთში. უამინდობის გამო, ქვეყნის ზოგიერთ რაიონში შეჩერებულია მატარებლებისა და ავტობუსების მოძრაობა. უსაფრთხოების ზომები მიღებულია შიც, სადაც ხელისუფლებამ ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში ძლიერი ქარისა და თოვლის გამო მოსახლეობას მანქანით გადაადგილებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნურავის ექნება ილუზია, რომ მე, ან ჩვენი პოლიტიკური გუნდი დაიღლება ამ უთანასწორო ბრძოლაში, თუმცა, მთავარია, რომ ჩვენმა ხალხმა, ისე, როგორც აქამდე, 2026 წელსაც მკაფიოდ გაარჩიოს, ვინაა საქართველოს მტერი და ვინ მოყვარე!

ურთულესი გამოწვევების მიუხედავად, 2025 წელს, გარედან წამოსულ ყველა დარტყმას ღირსეულად დავხვდით და ერთი ნაბიჯი არ გადაგვიდგამს უკან ჩვენი სამშობლოს, ჩვენი ხალხისა და საქართველოს სუვერენიტეტისთვის ბრძოლაში