წყალბურთი – საქართველოს ნაკრებმა უკრაინას მოუგო და ნახევარფინალში გავიდა

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო თასის შესარჩევი ტურნირის მეორე დივიზიონის მეოთხედფინალში 20:9 დაამარცხა და ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად ერთი მატჩი აშორებს.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე 5 გატანილი გოლით ვატო დადვანი გახდა.
საქართველოს ნაკრები ნახევარფინალში გერმანიას დაუპირისპირდება, რომელმაც მეოთხედფინალში ავსტრალიას14:11 მოუგო.
მსოფლიო თასის ფინალური ეტაპის საგზურს მეორე დივიზიონიდან ორი საუკეთესო ნაკრები მოიპოვებს, რომელიც 22-26 ივლისს ავსტრალიაში ჩატარდება და მასში 8 უძლიერესი ნაკრები მიიღებს მონაწილეობას.