წუხელ რუსეთის თავზე სულ მცირე 20 დრონი ჩამოაგდეს. სობიანინი ამბობს, რომ მიზანი იყო მოსკოვი

კვირას ღამით ს ცენტრალურ რეგიონებზე 20-ზე მეტი დრონი ჩამოაგდეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უპილოტო თვითმფრინავები თავს დაესხნენ დაესხნენ მოსკოვის, ტულას, კალუგას, სმოლენსკისა და ბრიანსკის რეგიონებს.

ტულაში თვითმფრინავი საცხოვრებელ კორპუსს შეეჯახა, დააზიანა ბინის აივანი დააზიანა და რამდენიმე ფანჯარა ჩაამსხვრია. სამ ადამიანს მინის ფრაგმენტებისგან მიღებული ჭრილობები აღენიშნებოდა.

ტელეგრამის არხ „შოთ 60“-ის მიერ გამოქვეყნებული ვიდეოს თანახმად, ევაკუირებულია იმ სადარბაზოს 60 მაცხოვრებელი, სადაც დაზიანებული ბინა მდებარეობს. ადამიანები სასტუმროში და საბავშვო ბაღში მოათავსეს.

მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა თქვა, რომ რუსეთის დედაქალაქი იყო უპილოტო თვითმფრინავების სამიზნე. თავდასხმების გამო მოსკოვის დომოდედოვოსა და ვნუკოვოს აეროპორტებმა გარკვეული დროით შეაჩერეს მუშაობა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უპილოტო საფრენი აპარატების იერიშებს უწოდა “ს რეჟიმის მცდელობა, განახორციელოს ტერორისტული თავდასხმა.” უკრაინული მხარე ასეთ ბრალდებებს კომენტარს არ აკეთებს.

რუსეთში გამოცხადებული საავიაციო განგაშის ფონია შაბათს განხორციელებული მასირებული საავიაციო იერიშები უკრაინის ტერიტორიაზე და დედაქალაქ კიევის მიმართულებით.
უკრაინულმა სარდლობამ რეკორდული უწოდა იმ დრონების რაოდენობას, რომლებმაც 25 ნოემბრის ღამეს განახორციელეს საავიაციო იერიში. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობაში ლაპარაკია დაახლოებით 75 უპილოტო თვითმფრინავზე, რომელთაგან უკრაინის საჰაერო თავდაცვამ 71 ჩამოაგდო. “ჩვენმა ჯარისკაცებმა ჩამოაგდეს თვითმფრინავების უმეტესობა, სამწუხაროდ, და არა ყველა”, – დაწერა უკრაინის პრეზიდენტმა, მ.
დაწერეთ კომენტარი