წულუკიანს კინოცენტრიდან გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა სასამართლო დავა მოუგეს

2 წლიანი დავის შემდეგ კინოცენტრიდან გათავისუფლებულმა ადამიანებმა კულტურის მინისტრს, თეა წულუკიანს სასამართლო დავა მოუგეს.
კერძოდ, სამართლიანი არჩევნების ცნობით, გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა კინოცენტრის საექსპერტო კომისიის წევრების: ბესიკ სოლომანაშვილის, ნანა დოლიძის, დავით ფირცხალავას, ია შუღლიაშვილის, ნინო შველიძისა და იოსებ ბლიაძის სარჩელი საქართველოს კინოცენტრის წინააღმდეგ.
შედეგად, სასამართლომ ბათილად ცნო ამ ადამიანების გათავისუფლება და ცენტრს ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის სრულად ანაზღაურება დაევალა.
2022 წლის 14 მარტს თეა წულუკიანმა კინოცენტრის დირექტორობიდან გაგა ჩხეიძე გაათავისუფლა, ხოლო ახალი დირექტორის დანიშვნის შემდეგ, საექსპერტო კომისიასთან კომუნიკაცია არ შემდგარა.
ბესიკ სოლომანაშვილმა, ნმ, დავით ფირცხალავამ, ია შუღლიაშვილმა, ნინო შველიძემ და იოსებ ბლიაძემ ახალ დირექტორთან, კახა სიხარულიძესთან საუბრის შედეგად პასუხად მიიღეს, რომ კომისიის შემადგენლობა სრულად შეიცვალა.
ახალმა კომისიამ დაიწყო კონკურსანტებთან გასაუბრების პროცესი ისე, რომ არც ძველი კომისიის შეცვლისა და არც ახლის დანიშვნის შესახებ ინფორმაცია და არც კომისიის ახალი წევრების ვინაობა არ იყო ცნობილი. აქედან გამომდინარე 2022 წლის 27 მაისს მათ სარჩელით სასამართლოს მიმართეს.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”