“წულუკიანს გესლიან ენას ამოვაგლეჯ” – ამის თქმისთვის ლევან ხაბეიშვილი 4 000 ლარით დაჯარიმდა

“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ 4 000 ლარით დააჯარიმა.
პოლიტიკოსს “ქართული ოცნების” წევრებმა, თეა წულუკიანმა და ნინო წილოსანმა უჩივლეს.
ხაბეიშვილის ასევე 3 წლით ჩამოერთვა იარაღის ტარების უფლება.
ირკვევა, რომ წულუკიანის გაღიზიანება ლევან ხაბეიშვილის FB პოსტს მოჰყვა, სადაც პოლიტიკოსი ე.წ. საგამოძიებო კომისიას, რომელსაც იუსტიციის ყოფილი მინისტრი ხელმძღვანელობს, “ღალატის კომისიას” უწოდებს.
“დამიძახონ და წულუკიანს სიამოვნებით ამოვგლეჯ გესლიან ენას – ღალატის კომისია”- დაწერა facebook-ის პირად გვერდზე ლევან ხაბეიშვილმა მიმდინარე წლის 14 აპრილს.
წილოსანი კი მისთვის „ნაძირალას” დაძახებას აპროტესტებდა.