წულუკიანმა კუბილიუსს “დაუძინებელი მტერი” უწოდა

თეა წულუკიანმა ევროკავშირის თავდაცვის კომისარს, ანდრიუს კუბილიუსს საგამოძიებო კომისიაზე “დაუძინებელი მტერი” უწოდა.
განცხადება წულუკიანმა მას შემდეგ გააკეთა, რაც მაკა ბოჭორიშვილმა წულუკიანის საგამოძიებო კომისიაზე თქვა, რომ “იყვნენ ევროპარლამეტარები, რომლებიც გვეუბნებობდენ, რომ ჩვენ არ მოგცემთ სტატუსს, მივცემთ მოლდოვას და უკრაინას და ვნახოთ, ქართველების 85%, ვინც ევროინტეგრაციას უჭერს მხარს, ქართულ ოცნებას რას უზამს”. ბოჭორიშვილის თქმით, მათ შორის ერთ-ერთი შემდეგ ევროკომისარი გახდა.
სოზარ სუბარი:
“ევროპარლამენტარი, რომელიც შემდეგ გახდა ევროკომისარი, საქართველოს დაუძინებელი მეგობარი ანდრიუს კუბილიუსი, ჩემი მხრიდან განვმარტავ”
თეა წულუკიანი:
“ალბათ, დროა, გადავიდეთ იმაზე, რომ დაუძინებელ მტერს დაუძინებელი მეგობარი ვეღარ ერქმევა. ვნახოთ, როგორი იქნება ჩვენი დასკვნა, ეს ძალიან მძიმე ინფორმაციაა, რაც თქვენგან მოვისმინეთ”.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: როცა სახელმწიფოში იქმნება ჯგუფი, რომელიც აცხადებს, რომ მან უნდა გააკეთოს მთავრობის საქმე – გამოაშკარავოს, დასაჯოს, ებრძოლოს ხალხის ნაწილს – სულ ერთია რა მიზეზით და მიზნით, ეს ნიშნავს, რომ მთავრობა გასულია გაღმა, პოლიტიკურ მარილზე

გიორგი ჭანტურია – ჩვენ თვალს ვადევნებთ მამუკა მდინარაძის მოშორების ოპერაციას, რაც შეეხება „სქროლვა-სქრინვის სააგენტოს“ მერე „ცემა-ტყეპის სააგენტოს“ შექმნას, მიზანია განსხვავებული აზრი ჩაახშონ

ლევან ბეჟაშვილი – ადეკვატურობიდან გამომდინარე, მოინახება ფორმები, სადაც ავატარი იქნება თუ სხვა ციფრული ტექნოლოგია, გამოყენებული იქნება, რათა მიხეილ სააკაშვილმა საზოგადოებასთან ნორმალური კომუნიკაცია შეძლოს – ამ თემიდან სკანდალი არ გამოვა