წულუკიანი: 2008-ში ქართული ჯარი პოლიტიკოსების ომში აღმოჩნდა, ცხინვალზე შეტევა განახორციელეს

საკუთრივ 2008 წლის აგვისტოს ომის დღეებთან დაკავშირებით გამოკითხულ პირთა მიერ მოწოდებული ინფორმაცია ცხადყოფს, რომ თავდაცვის მინისტრმა, დავით კეზერაშვილმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა, რომელთაც არანაირი სამხედრო განათლება და გამოცდილება არ გააჩნდათ 2008 წლის 6 აგვისტოს, მიხეილ სააკაშვილთან შეთანხმებით, უარყვეს სამხედრო პირებისგან შემუშვებული სამოქმედო გეგმა. სამხედრო პირთა მიერ დასამტკიცებლად წარდგენილ სამოქმედო გეგმაში პოლიტიკოსების მიერ შეტანილი ცვლილებების მიზანშეწონილება და ამ ცვლილებების შედეგად განხორციელებული ქმედებები მრავალ კითხვას აჩენს და საჭიროებს თავდაცვის სისტემის წარმომადგენელთა მიერ დამატებით ანალიზსს.
საგამოძიებო კომისიის მიერ გამოკითხულ პირთა მიერ მოწოდებული ცნობებიდან – გენერალი გოგავა, გენერალი ყურაშვილი, გენერალი ბალახაძე, შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილის მოადგილე შალვა ჯანაშვილი, სამხედრო ექიმი ლაშა ქოიავა და სხვები – იკვეთება, რომ 2008 წლის აგვისტოში ქართული ჯარი სამხედრო საქმისგან შორს მყოფი პოლიტიკოსების ომში აღმოჩნდა, რომელმაც გარე ძალების დახმარების იმედით და ქართველი სამხედროების აზრის უგულებელყოფით ქალაქ ცხინვალზე შეტევა განახორციელეს და საომარ მოქმედებათა ძირითად მიმართულებად სწორედ ეს მიმართულება განსაზღვრეს.

ამასთან ერთად, საგამოძიებო კომისიის მიერ დადგენილ იქნა, რომ ზემოხსენებულ პოლიტიკოსების გადაწყვეტილებით, ძირითად მიმართულებაზე ანუ ცხინვალზე, როგორც ისინი უწოდებენ, სამხედრო ამოცანის შესრულება დაევალა არა თავდაცვის შეიარაღებულ ძალებს, არამედ -ს, რამაც თავდაცვის ძალებში დეზორიენტაცია, ხოლო სამოქალაქო მოსახლეობაში გაურკვევლობა და დაუცველობა გამოიწვია