წულუკიანი: ჩვენი ეკლესიის დამოუკიდებლობა, შესაძლოა, რაღაც ძალებს არ მოსწონდეთ

შესაძლოა, რომ შიდა ძალები, დასუსტებული, რეპუტაციაშელახული, მაგრამ მაინც მოქმედი ძალები – ზოგი თავისით მოქმედებს, რადგან ვეღარ იტევს მათი გული რაღაც ტიპის ბოღმასა თუ ბოროტებას თავიანთივე დედა ეკლესიის წინაშე, რაც ძალიან სამწუხაროა.
ანდა, ისინი უნდა ასრულებდნენ, ეს ვარაუდიც სიცოცხლისუნარიანია, ჩემი აზრით, გარე ძალების დავალებებს. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ თუკი ჩვენ სახელმწიფოს ჭრილში უფრო მარტივად შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ვინ შეიძლება იყოს კონკრეტულ მომენტში ჩვენი მოკავშირე ან მოწინააღმდეგე, ეკლესიის შემთხვევაში, იქ ძალები შეიძლება იყოს ცოტა სხვადასხვაგვარი ან სხვადასხვა, რადგან ჩვენ სწორედ ილია მეორის და სხვა დიდი ქართველების ხელშეწყობით შემოვიმტკიცეთ ის, რაც გვეკუთვნოდა, ანუ ავტოკეფალია, დამოუკიდებლობა. ჩვენი ეკლესია არის დამოუკიდებელი და როგორც ჩვენი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა ზოგ სახელმწიფოს არ მოსწონს, ასევე შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ ჩვენი ეკლესიის დამოუკიდებლობა შესაძლოა რაღაც ძალებს, სახელმწიფო თუ რელიგიურ ძალებს არ მოსწონდეთ. ამიტომ, ჩვენ ძალინ დიდი სიფრთიხილით უნდა ვიქცეოდეთ ამ დღეებში.
[…] მივყვებოდეთ იმ ადამიანს, ვინც თვითონ პატრიარქმა გამოარჩია სიცოცხლეში და მანამ, სანამ ახალი არ არის არჩეული, სწორედ მოსაყდრე იყოს ის ადამიანი, ვისაც ჩვენ მივყვებით.