წულუკიანი: საქართველოს EU-სთვის მეგობრობის ხელი აქვს გაწვდილი, რა შეიძლება მეტი გავაკეთოთ

ევრობიუროკრატიასთან ურთიერთობის გაუმჯობესება, გაჯანსაღება, თუ რაღაც ახალი ფურცლიდან ამ ურთიერთობების დაწყება, რისი საჯაროდ გაცხადებული მზაობაც აქვს ჩვენ ხელისუფლებას, ეს არაერთხელ ითქვა მაღალი თანამდებობის პირებისგან. ეს მზაობა არ კმარა დღეს ჩემი აზრით, იმიტომ, რომ მეორე მხრიდანაც უნდა იყოს გარკვეული გაგება, თუ შეგნება იმისა, რომ მათ შეეშალათ, მათ შეეშალათ საქართველოსთან მიმართებაში, თუნდაც შეფასებაში, თავი რომ დავანებოთ ქმედებებს, განცხადებებს, დაფინანსებებს. რომელიც ჩვენი ქვეყნის დასუსტებისა და სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციისკენ იყო მიმართული.
დღეს… რა უნდა გაკეთდეს აქეთა მხრიდან, მე ძალიან ძნელად წარმომიდგენია, რა შეიძლება საქართველოს ხელისუფლებამ კიდევ მეტი გააკეთოს, გარდა იმისა, რომ ხელი გაწვდილია მეგობრობის, პარტნიორობის, ნათქვამია საჯაროდ, რომ მზაობაა ახალი ფურცლიდან, სტატუს-კვოს თუ კიდევ იმის წინა მდგომარეობის აღსადგენად, ან კიდევ უკეთესის გასაკეთებლად, მაგრამ ეს უნდა იყოს თანასწორუფლებიან საწყისებზე და არა ჭკუის დამრიგებლის, თუმცა ურთიეთობებში ჭკუის დარიგებაც მოსულა, ეს არ არის უკადრისობა ჩვენი მხრიდან, გააჩნია ვინ რა მიზნისთვის და როგორ აკეთებს. და არა ის ურთიერთობა, რომელშიც ევროპა ჩვენთან აღმოჩნდა ში ომის დაწყების შემდეგ. ჩემი აზრით, ეს მომენტი იყო წყალგამყოფი ჩვენს ურთიერთობაში.