კულტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, თეა წულუკიანი იმუქრება და აცხადებს, რომ სასამართლოში უჩივლებს ნებისმიერ ადამიანს, რომელიც სამინისტროს გელათში “რაღაცის გაფუჭებაში” დასწამებს ცილს.
“მე ვაპირებ და ასეთი დავალებაც აქვთ ჩემს თანამშრომლებს, რომ ნებისმიერი ადამიანის საჯარო განცხადება, რომელიც დაგვწამებს ცილს, რომ ჩვენ ამჟამად რაღაცას ვაფუჭებთ, ყველა ამგვარი განცხადება სასამართლოში დასრულდება, რადგან მე ამ ყველაფრის მოთმენას აღარ ვაპირებ.
როგორც იუსტიციის სამინისტროში, ისე აქ, ის რასაც ჩემი ხელმძღვანელობით, ჩვენი სისტემის თანამშრომლები აკეთებდნენ, რა თქმა უნდა, ყველაფერზე პასუხს ვაგებ მე, მაგრამ როდესაც რაღაცაში არ ვართ ჩართულნი, მე ვერავის მივცემ უფლებას სამინისტროს თანამშრომლებს მიაყენოს შეურაცხყოფა”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.