წულუკიანი ნანუკა ჟორჟოლიანს ერთი სიტყვის გამო უჩივის (ვიდეო)

ნანუკა ჟორჟოლიანს ერთი სიტყვის გამო უჩივის. დღევანდელი სასამართლო პროცესის შემდეგ ჟურნალისტმა თქვა, რომ “ოცნების” წევრი მას სიტყვა “დახვრეტას” ედავება.

საქმე ეხება ჟორჟოლიანის ფეისბუქ პოსტს, სადაც ის წერდა, რომ წულუკიანის მამა ადამიანებს “ხვრეტდა”. როგორც ტელეწამყვანი ამბობს, პროცესზე გაირკვა, რომ წულუკიანი აღნიშნული სიტყვის უკან წაღებას მოითხოვს, რადგან, მისი თქმით, ავთანდილ წულუკიანი ადამიანებს არ ხვრეტდა და მხოლოდ “დახვრეტას უსჯიდა”.

თეა წულუკიანის ადვოკატმა დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და აღმოჩნდა, რომ თეა წულუკიანს იმასთან დაკავშირებით პრობლემა არ აქვს, რომ მამამისი სიკვდილს უსჯიდა ადამიანებს. აქ, თურმე, მთელი ეს პროცესი, მთელი ეს დრამები, და ძალიან ჩქარობს მოსამართლე, სხვათაშორის, მალე უნდა გადაწყვეტილების მირება, თურმე ეს ყველაფერი ხდება ერთადერთ სიტყვა, რომ მე მიწერია სიტყვა “დახვრეტა”. ამ რაღა სიგიჟის გამი ან საბოლოო ჯამში, ჩამოყალიბდა, რომ ბოდიშს ვერ მომახდევინებდა კანონით, არც იმ დეტალებში შემოსვლა არ უნდოდა ავთანდილ წულუკიანმა სიკვდილი რამდენ ადამიანს მიუსჯა, იმიტომ, რომ არავინ იცის ეს უფრო მეტი იქნებოდა თუ ნაკლები და შესაბამისად, საბოლოო ჯამში, ჩამოყალიბდნენ იმაზე, რომ მედავებიან სიტყვა “დახვრეტაზე”. ანუ თეა წულუკიანის ადვოკატი ამბობს, რომ ავთანდილ წულუკიანი ხალხს კი არ ხვრეტდა, არამედ უსჯიდა და ეს ყველამ ვიცით, რომ მოსამართლე არავის არ ხვრეტს და უსჯის. მოოკლედ, სიგიჟეა, რა, – ამბობს ნანუკა ჟორჟოლიანი. 

საქმე პაექრობის ეტაპზეა და გამორიცხული არ არის, მომდევნო სასამართლო სხდომაზე მისი განხილვა დასრულდეს და მოსამართლე სათათბიროდ გავიდეს.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილის თვიური ხელფასი 2026 წელს 13 600 ლარი იქნება. მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ენუქიძე თვეში 12 000 ლარს მიიღებს, ხოლო დანარჩენი ხუთი მოადგილის ანაზღაურება 11 600 ლარით განისაზღვრა

სოფიო ქაშაკაშვილი: რაღაცა გრძელვადიანი პროგნოზი და გეგმები შემუშავდება დროთა განმავლობაში… ყველანი ვგრძნობთ ფასების საკითხს და თუ ფანჯარა გამოჩნდება, რომელიც ამ მიმართულებას დაარეგულირებს, მივესალმებით…