წულუკიანი მსახიობების პროტესტზე: თქვა თავისი აზრი, გაიარა და კანონი მაინც მივიღეთ, ხომ? დარჩა ეს პლაკატი ხელში

აჭარის ტელევიზიის ეთერში, გადაცემა “თავისუფალ სივრცეში” თეა წულუკიანმა ისაუბრა. შეკითხვაზე, ფიქრობს თუ არა რომ მსახიობები შეცდომაში არიან შეყვანილი, მინისტრი პასუხობს – “ასე მგონია”.

“ვინც თქვენ ნახეთ, სცენიდან თუ ქუჩიდან, ხელოვანი, მწერალი, მსახიობი, არ უნდა აღვიქვათ ისე, რომ კულტურის მინისტრი მათი უფროსია. მე არავის უფროსი არ ვარ. ყველა თავისუფალია. ვინც თქვენ ნახეთ, თუ იგულისხმებიან ის ადამიანები, ვინც კულტურის სამინისტროს სისტემაში საქმიანობენ და ჩვენი მხრიდან იღებენ ხელფასს, ამ ადამიანების მხოლოდ მცირე რიცხვმა, (მიუხედავად იმისა, რომ თავისუფალია, გასაგებია, ფიქრობს და თქვა, ამაში მე ტრაგედიას ვერ ვხედავ) სამწუხაროდ, დაარღვია ის, რაც ყველაზე მეტად მე მაწუხებს. მაწუხებს ის, რომ ასე არის ოდითგან – უხილავი ხაზი არსებობს, ჯადოსნური, ყველაზე უფრო მომხიბლავი და მისტიური დარბაზსა და სცენას შორის. დაირღვა ეს სცენიდან.

როდესაც შენ დაარღვიე ეს მისტიური ხაზი, რამაც მე შენამდე მომიყვანა… იმ დარბაზში ყველა არ ზის ერთ აზრზე. ბოდიშს ვიხდი ამ გამოთქმისთვის და თავზე დამამხე თეატრი, მაშინ, როცა მე შეიძლება ვზივარ, ჩუმად ვარ, არ ვიზიარებ შენს აზრს და შენ თავში მირტყი პლაკატი. ვიღაცამ გაიზიარა, გაუხარდა, მაგრამ ვიღაცამ ხომ არ გაიზიარა? მე ამ ხაზის დარღვევას ვდარდობ, თორემ სხვა მეტი რა დაშავდა? თქვა თავისი აზრი, გაიარა და კანონი მაინც მივიღეთ, ხომ? დარჩა ეს პლაკატი ხელში.”

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჭიაბერაშვილი – სანქციები შეიძლება გავრცელდეს ქართულ ბანკებზე და საფინანსო ინსტიტუტებზე, თუკი ისინი არ დაიცავენ იმ სანქციებს, რომელსაც აშშ აწესებს – ქართული ბაკების დასანქცირება ეკონომიკას სრულიად ჩამოშლის

თინა ბოკუჩავა – ხელისუფლება, რომელიც წინასაარჩევნოდ ოპოზიციის განადგურებას ჰპირდება ხალხს, მტრის წინაშე ბოდიშის მოხდას მოითხოვს და ოპოზიციას, მათ შორის ქალებს ფიზიკურად უსწორდება, უკვე დამარცხებულია