თეა წულუკიანი სისხლის სამართლის მატერიალურ კოდექსში ცილისწამების დამამძიმებელ გარემოებად შეტანის ინიციატივით გამოდის.
აღნიშნული წინადადება წულუკიანმა დღეს ქართული ოცნების პარლამენტში, “სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” კანონში შესატანი ცვლილებების განხილვისას წამოაყენა.
“ვარდების რევოლუციიდან მალევე მიხეილ სააკაშვილმა სისხლის სამართლის კანონმდებლობიდან გააქრო ცილისწამების ცნება და ის დღესაც არ არის სისხლის სამართლის სისტემის ნაწილი. როცა ჩვენი კომისია მუშაობდა, ბოლო თვეების განმავლობაში გამოიკვეთა, რომ მას ეს არა მხოლოდ იმისთვის სჭირდებოდა, რომ ადამიანები ისეთებად შეერაცხა, როგორებადაც ის ჩათვლიდა საჭიროდ, არამედ მაგალითისთვის, ყველა ის ადამიანი, ვინც უსასტიკესად მოკლეს ამ ყოველივეს თან სდევდა ყოველთვის ცილისწამება.
ალბათ, მომავალში კარგი იქნება, ვიფიქროთ რომ სისხლის სამართლის მატერიალურ კოდექსში, თუ ამაზე შევთანხმდებით რასაკვირველია, ცილისწამება დამამძიმებელ გარემოებად მაინც იქნეს მიჩნეული” — თქვა წულუკიანმა