წულუკიანი: თუ საკნიდან არ ჩაერთვებიან კომისიას გვარამია, ან ხაზარაძე კვლავ გადაიგზავნება საქმე პროკურატურაში

არის ასეთი გამოთქმა, რომ მარტო იდიოტები არ იცვლიან აზრს, ხოდა, ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი ანდაზაა. მე მგონია, რომ ახლა, როცა ის [ხაზარაძე] არის დაბარებული და უკვე მისჯილი აქვს და არის საპატიმროში, მას არაფერი ხელს არ უშლის, რომ გადაიფიქროს და ჩაერთოს კომისიას იმიტომ, რომ ის 30-ში არის, ორშაბათს დაბარებული. ამიტომ, ჩვენ წინასწარ… იმიტომ, რომ პირველად ასე მოიქცა, ეს არ ნიშნავს, რომ მეორედაც ადამიანი ისევე მოიქცევა.

მე იმის თქმა მინდა, რომ მათთვის ნათელი იყო, რაც მოხდებოდა, ანუ, ჩვენი მხრიდან გადაგზავნა.

თუ საკნიდან, თუ საპატიმროდან გვარამია, ან ხაზარაძე ორშაბათს არ ჩერთვებიან, რა თქმა უნდა, არავისთვის სიურპრიზი არ იქნება ალბათ, რომ ჩვენ ჩაგვერთვება ვალდებულება, რომ კვლავ გადავაგზავნოთ ეს მეორე არ გამოცხადების საქმე პროკურატურაში.

თქვა  თეა წულუკიანმა რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა “ღამის კურიერში”.

ასევე დაგაინტერესებთ

ლაშა ფარულავა – ახალაიას დაკავება ემსახურება სისტემური კორუფციის გადაფარვას – ვითხოვდით ლილუაშვილის დაკავებას, „ქოლ-ცენტრებზე“ რეაგირებას, ვიძახებდით პოლიციას, რატომ არ მოდიოდა პოლიცია? – სად არის, რატომ არ არის დაკავებული გომელაური?

გიორგი სიორიძე – ცდილობენ, წარმოაჩინონ, რომ სუპერმარკეტების მფლობელები და დისტრიბუტორები არიან დამნაშავე მაღალ ფასებში – სიძვირეზე პირველ რიგში პასუხისმგებელია „ქართული ოცნება”, სახელმწიფოს შეუძლია დღგ შეამციროს