წულუკიანი ზურაბიშვილზე: ალიევისთვის გამარჯვების მილოცვაზე თავშეკავება პოლიტიკური სიბეცეა

ვიცეპრემიერისა და კულტურისა და სპორტის მინისტრის, ს თქმით, საქართველოს პრეზიდენტის თავშეკავება ალიევისთვის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების მილოცვაზე, პოლიტიკური სიბეცეა.
“საქართველოს პრეზიდენტის დუმილი ამ წუთამდე, რომელიც გულისხმობს ბატონი ალიევისთვის მილოცვაზე თავშეკავებას, მე ვფიქრობ, დამაზიანებელია ჩვენი სახელმწიფოსთვის. ეს ის რეგიონია, ჩვენ გვინდა ყველას შევახსენოთ, სადაც გეოპოლიტიკური და უსაფრთხოების რისკები არის გაზრდილი, ბოლო წლებში, რომ საქართველოს მთავრობა დღენიადაგ იმისთვის ზრუნავს, რომ ეს რისკები დააზღვიოს და ამის ფონზე, პრეზიდენტი, რომელიც არის მთავარსარდალი, თავს იკავებს მიულოცოს ჩვენს მეზობელ, პარტნიორ, მეგობარი სახელმწიფოს მეთაურს არჩევნებში გამარჯვება.
ეს პოლიტიკურად სიბეცეს ნიშნავს, მაგრამ ეს კიდევ არაუშავს. ვფიქრობ, რომ აგრძელებს დავალებების შესრულებას ე.წ. პატრონებისგან, ვფიქრობ, ამასთან უნდა გვქონდეს საქმე და მისი მიზანი უნდა იყოს, არა ის, რომ, როგორც პრეზიდენტმა დააზღვიოს ჩვენი ქვეყნის საფრთხეები წინასწარ, იქონიოს მაქსიმალურად მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობა ისეთ საუკეთესო მეზობლებთან, რომელთა შორის არის აზერბაიჯანი, არამედ პირიქით, რომ უფრო მეტი რისკი იყოს ამ ქვეყანაში, ეკონომიკური საფრთეები გაიზარდოს. როგორც ჩანს ეს არის მისი მიზანი, რაც მინიმუმ რომ ვთქვა, დასანანია” – ამბობს წულუკიანი.
აზერბაიჯანში 7 თებერვალს ჩატარდა. აზერბაიჯანის ცენტრალური საარჩევნო კომიტეტის ცნობით, დათვლილია ხმების 93.35%, რომელთა 92.05% ილჰამ ალიევმა მიიღო.
არჩევნები მომდევნო წელს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა ალიევმა, ყარაბაღზე კონტროლის აღდგენის შემდეგ გაზრდილი მხარდაჭერის ფონზე, ხმის მიცემის პროცესი ნაადრევად დანიშნა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტი 2003 წლიდან არის. აქამდე ქვეყნის სათავეში იყო მისი მამა, ჰეიდარ ალიევი, რომელიც პოსტს ათი წლის განმავლობაში იკავებდა. აზერბაიჯანში საპრეზიდენტო ვადები შეზღუდული არაა. ეს ილჰამ ალიევის მეხუთე არჩევნებია.